სტუდენტებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა

0
82
#image_title

UNICEF-მა, შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბავშვთა უფლებების ცენტრებთან თანამშრომლობით, წამოიწყო კვლევა უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რათა სიღრმისეულად გარკვეულიყო სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები და მათი წვდომა შესაბამის სერვისებზე, როგორც ბავშვთა ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებაზე. გლობალური რაოდენობრივი ინსტრუმენტის გამოყენებით, კვლევაში სულ 2995-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და ჩატარდა 21 სიღრმისეული ინტერვიუ. გარდა ამისა, სტუდენტებმა გაიძლიერეს კვლევის ჩატარების უნარები, მათ შორის შერჩევის ზომის დადგენა, მონაცემთა შეყვანა და ა.შ. შეგროვებული მონაცემები გაანალიზებულია ადამიანის უფლებების კუთხით. 2023 წლის გაზაფხულზე კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, წარდგენილი იქნა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან პარტნიორობით.

გაეცანით კვლევას

author avatar
SheniXma.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ