ორშაბათი, მარტი 24, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedგაცვლითი პროგრამები და საზღვარგარეთ სწავლა - შესაძლებლობები და პერსპექტივები

გაცვლითი პროგრამები და საზღვარგარეთ სწავლა – შესაძლებლობები და პერსპექტივები

 ავტორი – ნათია შამუგია

განათლებას ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს ის დარგია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. განათლება, არის ადამიანის პიროვნული და ქვეყნის წარმატების წინაპირობა. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, მეტი ცოდნა დააგროვონ და ამისთვის სხვადასხვა გზას ეძებენ… ერთი-ერთია საზღვარგარეთ სწავლა  და გაცვლითი პროგრამები. სტუდენტებს ეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო განათლება, განივითარონ პროფესიული უნარები და გაეცნონ სხვადასხვა კულტურას. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ორგანიზაცია და პროგრამა, რომლებიც მხარს უჭერენ სტუდენტებს ამ მიმართულებით. ესენია განათლების საერთაშორისო ცენტრი, ერასმუსი, ფლექსი და ა.შ

განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC) დაარსდა 2014 წელს და 2014-2022 წლებში 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება, რომლებიც მიღებულ ცოდნას საქართველოში გამოიყენებენ. ცენტრი სთავაზობს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის.

Erasmus+ პროგრამა ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც მხარს უჭერს განათლებას, ტრენინგებს და სპორტს. პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, რაც გულისხმობს სწავლას პარტნიორ უნივერსიტეტებში ევროპის მასშტაბით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ პროგრამაში და აცხადებს კონკურსებს სტუდენტებისთვის გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

საქართველოს ბანკი სთავაზობს მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც მოიცავს 100%-იან ან ნაწილობრივ დაფინანსებას. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას განათლების მიღებაში და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

გზა სულ არის, არ გაჩერდე!

 

ELL არის განათლების სააგენტო, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროგრამას საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს. მათ შორისაა სასკოლო პროგრამები, წინასაუნივერსიტეტო პროგრამები, საუნივერსიტეტო პროგრამები, პროფესიული კურსები და ენის კურსები. სააგენტო ეხმარება სტუდენტებს სწორი პროგრამის შერჩევაში და სააპლიკაციო პროცესში.

საზღვარგარეთ სწავლა ხელს უწყობს აკადემიური გამოცდილების შეძენას, როგორიცაა განსხვავებული სასწავლო მეთოდების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო დონის ლექტორებისგან სწავლა. სტუდენტი უნიკალურ ცოდნას იღებს, ასევე ენას სწავლობს – უცხოეთში ყოფნისას სტუდენტები ყოველდღიურად იყენებენ ადგილობრივ ენას, რაც ენის სწრაფი შესწავლის საშუალებას იძლევა.

საზღვარგარეთ სწავლა ასევე მოიცავს კულტურული მრავალფეროვნების გაცნობას, საზღვარგარეთ ცხოვრება და სწავლის პროცესი სტუდენტებს კულტურულად ამდიდრებს და ხელს უწყობს ტოლერანტობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარის განვითარებას. პიროვნული ზრდა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარება, ახალი გარემოსადმი ადაპტაცია და გამოწვევებთან გამკლავება პიროვნულ ზრდას ნამდვილად აძლიერებს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდებს შეიძლება გაუჭირდეთ გარემოსთან ადაპტაცია. ასევე, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული უცხოეთში ცხოვრება, გარემოც მნიშვნელოვანია და ა.შ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვეყანას აირჩევს და ასევე დამოუკიდებლად ცხოვრებისთის არის თუ არა მზად სტუდენტი…

საზღვარგარეთ სწავლა და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო განათლება, განივითარონ პროფესიული უნარები და გაეცნონ სხვადასხვა კულტურას. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა წინასწარ გამოიკვლიონ არსებული პროგრამები და მათი მოთხოვნები, რათა წარმატებით გამოიყენონ ეს შესაძლებლობები.

გამოყენებული წყაროები:

  1. https://iec.gov.ge/ჩვენ-შესახებ/ცენტრის-მისია-და-საქმიანობა?
  2. https://gtu.ge/abiturientebisatvis/study-abroad.php?
  3. https://bankofgeorgia.ge/ka/about/csr/stipendia?
  4. https://www.ell.ge/?
  5. https://www.mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები