შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიTop Storiesმეცნიერებმა ტექნოლოგიის გამოყენებით მიკროელემენტებით გამდიდრებული ცილების და ვიტამინი B9-ის წარმოება შეძლეს! 

მეცნიერებმა ტექნოლოგიის გამოყენებით მიკროელემენტებით გამდიდრებული ცილების და ვიტამინი B9-ის წარმოება შეძლეს! 

▪️ გერმანელმა მეცნიერებმა ბაქტერიების საკვებად წყალბადის, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გამოყენებით შეძლეს ცილების და ვიტამინი B9-ის (ფოლატის) წარმოება. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Cell Press, სადაც აღნიშნულია, რომ ეს მეთოდი ბიოტექნოლოგიის ახალი მიმართულება შეიძლება გახდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, საკვები რესურსები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ და გარემოს ნაკლები ზიანი მივაყენოთ 

▪️ბიოტექნოლოგიური მიდგომის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ამ პროცესში მცენარეული ნედლეული არ გამოიყენება, რაც ტრადიციულ სოფლის მეურნეობასთან შედარებით უფრო მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტად ითვლება. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია საკვების წარმოებაში რევოლუცია მოახდინოს და გლობალური საკვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს 

▪️როგორ მუშაობს ეს მეთოდი 

▪️ კვლევაში აღწერილი ბიოტექნოლოგიური პროცესი მსგავსია ლუდის წარმოების ფერმენტაციის მექანიზმის, თუმცა მასში შაქრის ნაცვლად აირადი ნაერთები და აცეტატი გამოიყენება 

▪️მეცნიერების გუნდმა ორეტაპიანი ბიორეაქტორის სისტემა შექმნა, რომელიც ცილებითა და ვიტამინი B9-ით მდიდარ საფუარს აწარმოებს. 

პირველ ეტაპზე, ბაქტერია Thermoanaerobacter kivui წყალბადისა და ნახშირორჟანგის გარდაქმნას აცეტატად ახდენს, რომელიც ძმარში ბუნებრივად გვხვდება. 

მეორე ეტაპზე, საფუარი Saccharomyces cerevisiae, რომელიც საცხობი საფუარის სახელით არის ცნობილი, ამ აცეტატით იკვებება და ჟანგბადის თანდასწრებით წარმოქმნის ცილებს და ვიტამინ B9- 

▪️ეს პროცესი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის საშუალებას იძლევა, საკვები უშუალოდ აირებისგან შეიქმნას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მიწის რესურსებზე და წყლის მოხმარებაზე დამოკიდებულებას 

▪️მსოფლიო მოსახლეობა 2050 წლისთვის სავარაუდოდ 10 მილიარდს გადააჭარბებს (United Nations, 2019), რაც არსებულ საკვების წარმოების სისტემებზე ძლიერ დატვირთვას გამოიწვევს 

▪️კლიმატის ცვლილება, ნიადაგის დეგრადაცია და სასოფლოსამეურნეო მიწების შემცირება სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ტრადიციული მეთოდებით ცილების წარმოება მოითხოვს უზარმაზარ რესურსებს: 

READ  ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

▪️ბიორეაქტორებში წარმოებული ცილები, რომლებიც მიკროელემენტებით მდიდარია და არ საჭიროებს ტრადიციულ სასოფლოსამეურნეო პროცესებს, ხელს შეუწყობს გლობალურ საკვების უსაფრთხოებას და მდგრად განვითარებას 

▪️ვიტამინი B9 (ფოლატი): მისი მნიშვნელობა ორგანიზმისთვის  

▪️ვიტამინი B9, იგივე ფოლატი, ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინია. ის მეტაბოლიზმის პროცესებში მონაწილეობს 

▪️ფოლატის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის. 

World Health Organization-ის (WHO) მონაცემებით, ფოლატის დეფიციტი მრავალი ქვეყანაში გავრცელებული პრობლემაა და მისმა ნაკლებობამ შესაძლოა ნეირონალური დეფექტების, ანემიასა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი გაზარდოს (WHO, 2020).  

▪️ახალი ბიოტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც საფუარის მეშვეობით ვიტამინი B9-ის წარმოებას გულისხმობს, შესაძლოა ვიტამინების ტრადიციული წარმოების ახალი ალტერნატივა გახდეს 

▪️არის თუ არა ეს რევოლუცია საკვების ინდუსტრიაში 

▪️გერმანელი მეცნიერების შექმნილი ახალი მეთოდი კიდევ ერთი წინგადადგმულო ნაბიჯია კვების ინდუსტრიაში. ის არ იქნება დამოკიდებული ტრადიციულ სოფლის მეურნეობაზე და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას 

▪️ამ ინოვაციამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საკვების უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბუნებრივი რესურსები იწურება და ტრადიციული სასოფლოსამეურნეო მეთოდები არ არის საკმარისი მზარდი მოსახლეობის საკვების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 

▪️ბიოტექნოლოგია უკვე ცვლის კვების ინდუსტრიას, და შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ბიორეაქტორებში მიღებული ცილები ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილი გახდეს. 

მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდანიკა ღამბაროვი ასე განმარტავს: 

ჩემი მოსაზრებით, ამ აღმოჩენას მეცნიერებაში შეეძლება აღმოფხვრას საკვებზე გაზრდილი მოთხოვნილების პრობლემა, რომელიც მოსახლეობის ზრდითაა გამოწვეული. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბუნებრივი და უსაფრთხო პროცესია, რომელსაც გარემოზე დამაზიანებელი ეფექტი არ ექნება. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში კიდევ სხვა ახალი აღმოჩენები გვექნება, რომელიც მოაგვარებს კაცობრიობის სხვა პრობლემებს. ვენდოთ მეცნიერებას 

READ  The Hidden Side Effects Of Popular Supplements - How They Quietly Impact Teenagers

 

წყაროები 

1.  Cell Press – Sustainable Protein and Vitamin B9 Production Using Microbial Fermentation  

2. United Nations (2019) – World Population Prospects 2019  

 3.Mekonnen, M. M., & Hoekstra, A. Y. (2012).  

#მეცნიერება #მკვლევარები 

#ბიოტექნოლოგია 

#ცილების_წარმოება 

#გლობალური_გამოწვევები. 

შენი კალკულატორი გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

 

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.