შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიTop Storiesთბილისი სტუდენტებისთვის: როგორია ცხოვრების ტემპი და გარემო?

თბილისი სტუდენტებისთვის: როგორია ცხოვრების ტემპი და გარემო?

თბილისი, როგორც დედაქალაქი, მუდმივად ვითარდება და იზრდება, და ამ ცვლილებებში სტუდენტური ცხოვრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი, ბევრი სასწავლო გარემო და აქტივობაა. ეს გარემო სტუდენტებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ განათლება მიიღონ, არამედ ქალაქი უკეთ შეიცნონ. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური ცხოვრება რთულია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგალითად, როგორიცაა საცხოვრებლისა და სწავლების ხარჯები, ასევე სტრესული გარემო, დროის მენეჯმენტი და ა.შ.

დღეს ვესაუბრე მარიამს, 19 წლის სტუდენტს. იგი მეორე წელია, რაც უნივერსიტეტში სწავლობს და აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ აქტივობაში. მასთან ვისაუბრე, თუ როგორია მისთვის სტუდენტური ცხოვრება და როგორ გრძნობს თავს სტუდენტის ამპლუაში…

– მარიამ, როგორია შენი დღევანდელი სტუდენტური ცხოვრება თბილისში?

– ჩემი სტუდენტური ცხოვრება დატვირთულია და დინამიკური. ბევრ დროს ვუთმობ სწავლასა და მუშაობას, რაც გარკვეულწილად სტრესულია, მაგრამ ვცდილობ, გადავჭრა ყველა გამოწვევა.

– რა განსხვავებაა სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და ახლანდელ ეტაპს შორის? 

– დასაწყისში ყველაფერი ახალი იყო, ბევრი რამ არ ვიცოდი, ახლა კი უფრო ორგანიზებული და მორგებული ვარ გარემოსთან. უკვე ვიცი, როგორ დავგეგმო დრო და რა რესურსები მაქვს ხელმისაწვდომი.

– როგორ შეაფასებ ქალაქში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებს?

– მრავალი კაფე და ბიბლიოთეკაა სასწავლებლად, მაგრამ ფასები ზოგჯერ სტუდენტებისთვის მიუწვდომელია. გარდა ამისა, ხშირად არის ხმაური და ადგილი საკმარისი არაა.

– რომელი ადგილი ან აქტივობა მოგწონს ყველაზე მეტად, როცა თავისუფალი დრო გაქვს?

– მეგობრებთან დროის გატარება და სხვადასხვა ჟანრის წიგნების კითხვა. ეს ჩემი მთავარი თავისუფალი აქტივობაა.

– როგორ აფასებ უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს და საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებას?

– სწავლების ხარისხი სხვადასხვანაირია. ზოგჯერ ორგანიზება უფრო კარგად უნდა იყოს, რომ მეტი პრაქტიკული მიდგომები იყოს. თუმცა, მაინც ხშირად ვესწრები ხარისხიან ლექციებს და სასწავლო პროცესებს.

– როგორია სტუდენტებს შორის ურთიერთობები, წინა წლებთან შედარებით?

READ  11 რჩევა ბავშვებთან უკეთესი კომუნიკაციისთვის

– ახლა უფრო დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ურთიერთობები მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სტუდენტები უფრო დავახლოვდით, რაც პროცესს აადვილებს. როდესაც ერთმანეთში აზრებს ვცვლით და ვუზიარებს ამბებს მაშინ უფრო მარტივდება სტუდენტური გამოწვევები და პრობლემები.

– როგორ გავლენას ახდენს დედაქალაქში ცხოვრების სტილი შენზე და სხვა სტუდენტებზე?

– სწრაფი ტემპი ზოგჯერ სტრესული და დამღლელია, მაგრამ ბევრ შესაძლებლობას იძლევა.

რა გამოწვევები ექმნებათ სტუდენტებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში?

– მაღალი ხარჯები, საცხოვრებლის მოძებნა და, სამწუხაროდ, ზოგჯერ დაბალი განათლების ხარისხი.“

– როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი, რაც შეიძლება შეიცვალოს ან გაუმჯობესდეს სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით თბილისში?

– საცხოვრებლისა და სწავლის ხარჯების ხელმისაწვდომობა, ფინანსური დახმარება ხელისუფლებისგან.

– რა როლი აქვს სტუდენტურ ორგანიზაციებსა და აქტივობებს შენთვის?

– ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღებისთვის, კონტაქტების შესაქმნელად და პროფესიული წარმატებისთვის.

– როგორ გგონია, ქალაქი უფრო მორგებული უნდა იყოს სტუდენტებისთვის?

– მეტი შეღავათები სტუდენტებისთვის, მაგალითად, ტრანსპორტზე, ბიბლიოთეკებზე, საკვებ ობიექტებზე…

– როგორ შეგიძლია შეავსო დაბალი ფასების და ცხოვრების ხარჯების საკითხები თბილისში, როდესაც სტუდენტი ხარ?

– ბიუჯეტის ხარისხიანად გადანაწილება, სამუშაოს ძებნა და სტუდენტური ფასდაკლებების გამოყენება…

– როგორ აფასებ თბილისში სტუდენტების სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობებს?

– ვცდილობ თვალყური ვადევნო და ჩავერთო, როცა მნიშვნელოვანია და სიტუაციას ესაჭიროება.

– რა არის ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც შეგიძლია გაუზიარო ახალბედა სტუდენტებს?

– იყავით ორგანიზებული, იპოვეთ ბალანსი სწავლასა და ცხოვრებას შორის და არ შეგეშინდეთ ახალი გამოცდილებების.

ავტორი: ანა გენებაშვილი, თსუ-ს ჟირნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

შიდა ბმულები:

გარე ბმულები:

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.