სტუდენტური ცხოვრება – დადებითი და უარყოფითი მხარეები

0
47
#image_title

ავტორი:ანა ბილანიშვილი

   სტუდენტური ცხოვრება ყოველთვისგანსხვავებულია და მრავალფეროვანი, თუმცამასთან დაკავშირებული სირთულეებიც ძალიანბევრია. ეს პერიოდი გულისხმობს ახალ გზების პოვნას, საკუთარი თავის ძიებას და ცხოვრებისახალ ეტაპზე გადასვლას. თუმცა, თითოეულისტუდენტი ამ გზას თავისებურად განიცდის და ბევრისირთულის წინაშე დგება.

   ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევახშირად არის დროის სწორად განაწილება დამიმდინარე მოვლენებთან ფეხი აწყობა. აკადემიური დატვირთვა ბევრს შეიძლება სტრესსუქმნიდეს. საგნების გადაბარება, გამოცდები, დავალებების შესრულებაყველაფერი ერთადგროვდება და ხშირად ვფიქრობთ, თითქოს ვერვასწრებთ ან ვერ ვაკეთებთ ყველაფერს. დროისმენეჯმენტი ამ სიტუაციაში გადამწყვეტი ხდება, მაგრამ ხშირად სწორედ ესაა ყველაზე რთულიკომპონენტი განსაკუთრებით მაშინ, თუპარალელურად ვმუშაობთ ან სხვა დამატებითაქტივობებში ვმონაწილეობთ.

  ფინანსური პრობლემებიც ხშირად ხდებასტუდენტური ცხოვრების ნაწილი. ბევრ ადამიანს უწევს სწავლისთან ერთად მუშაობა, რათა თავისისაჭიროებები და მოთხოვნილებებიდააკმაყოფილოს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდბევრი შესაძლებლობა არსებობს სტუდენტებისთვის, ხშირად ხარჯები მაინც ზღუდავს თავისუფალ დროსადა შანსებს. მაგალითად, ხშირად არ შეგიძლიადიდხანს შეისწავლო ახალი უნარები ან მიიღომონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, რადგანმატერიალური ფაქტორები მას პირდაპირ უშლისხელს.

    სირთულეებთან ერთად, სტუდენტური ცხოვრებაცალკე სიამოვნების წყაროა. რაც შეეხება დადებითმხარეებს, ალბათ ყველაზე დიდი პლუსი არის ახალიადამიანების გაცნობა. უნივერსიტეტში გაჩნდებამრავალფეროვანი გარემო, სადაც შეხვედრები, ღონისძიებები, სხვადასხვა კლუბების დააქტივობების საშუალებით შეგიძლია გაიცნოადამიანები სხვადასხვა ინტერესებით, აზროვნებითდა კულტურით. ეს ურთიერთობები შეიძლებამრავალწლიან მეგობრობად გადაიქცეს, რაცყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობა ანიჭებს.

   პირდაპირი კონტაქტი პროფესორებთან, მოსაზრებებისა და იდეების გაცვლა, სამუშაოჯგუფებში მონაწილეობაყველაფერი ეს შანსიაგანვითარების და ახალი უნარების ათვისების. თუაქტიურად იღებ მონაწილეობას სხვადასხვაპროექტებში, ეს არა მხოლოდ სწავლების პროცესსგანაპირობებს, არამედ საშუალებას გაძლევსგქონდეს რეალური გამოცდილება შენი სპეციალობისფარგლებში.

    საკუთარ თავზეც რომ ვისაუბრო, ვსწავლობჟურნალისტიკაზე, რადგან წერა ჩემთვის არამხოლოდ შრომაა, არამედ ცხოვრების ნაწილიც.ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი იდეები დაშეგრძნებები გამომეხატა სიტყვებით. სწორედ ამაშივხედავ ამ პროფესიის სიმძაფრეს დამნიშვნელობას. ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ სხვების ხმა გაიგონოს დამნიშვნელოვან საკითხებზე დააფიქროსსაზოგადოება.

     წერა ჩემთვის ყოველთვის იყო გზა, რომგადმომეცა ინფორმაცია და ისტორიები, რომლებიცადამიანებს აინტერესებთ და რომლებმაც მათცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებიშემოიტან. ამ პროფესიის არჩევა ჩემთვის არამხოლოდ მომავლის მიზნების, არამედ პიროვნულისურვილის ასახვაა. ვფიქრობ, ყველა ისეთი სტუდენტისთვის, ვისაც პროფესია სწორად აქვს არჩეული და იცის, რა უნდა აკეთოს, მისთვის ყოველდღიურობა ბევრად უფრო სასიამოვნოა.

     სტუდენტური ცხოვრება და ის გამოწვევები, რომლებიც მას თან ახლავს, ყველანაირად ხელსუწყობს ადამიანს პიროვნულ ზრდაში. მიუხედავადიმისა, რომ ყოველთვის არსებობს დაბრკოლებები, სწორედ ეს დაბრკოლებები გვასწავლის, როგორგავუმკლავდეთ სირთულეებს და როგორგამოვიყენოთ შესაძლებლობები ჩვენსსასარგებლოდ. სტუდენტობა არის დრო, როდესაცადამიანი არა მხოლოდ სწავლობს, არამედ იცვლისსაკუთარ პერსპექტივას და განვითარების ახალგზებს ეძებს.

#drpkhakadze

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ