სტივ ჯობსი საკუთარი კომპანიიდან გაათავისუფლეს, თუმცა ის არ დანებებულა – საინტერესო ფაქტები გამომგონებლებზე, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

0
43
#image_title

ავტორი:ნათია შამუგია

გამომგონებლებს უდიდესი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. მათი იდეები და გამოგონებები ცვლიან ყოველდღიურობას. სამყაროში უამრავი რამ გჩნდა რის გარეშეც დღეს ცხოვრება გაგვიჭირდება. მაგალითად, მანქანა, ტელეფონი, კომპიუტერი, თვითმფრინავი, ინტერნეტი და ა.შ. ტექნოლოგიური ინოვაციები დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რამდენი ადამიანი ფიქრობდა სმარტფონზე 2000-იანი წლების დასაწყისში? სმარტფონებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ის აადვილებს ურთიერთობას, კონტაქტს. სტივ ჯობსმა, Apple-ის დამფუძნებელმა, შექმნა პროდუქტი, რომელმაცადამიანის ყოველდღიურობა სრულიად შეცვალა. ინოვაციური ხედვა და სტრატეგია მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამომგონებლად აქცევს.

 

ბიოგრაფია და კარიერის დასაწყისი

სტივ ჯობსი დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს სან-ფრანცისკოში. ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემსტრის შემ სწავლა შეწყვიტა და კალიფორნიას  დაუბრუნდა. ადრეულ ასაკში მან ინტერესი გამოიჩინა ტექნოლოგიების მიმართ. 1976 წელს სტივ ვოზნიაკთან ერთად დააარსა კომპანია Apple, რომლის პირველი პროდუქტი – Apple I – პირადი კომპიუტერების ისტორიაში ერთ-ერთი პირველი გამოგონება იყო.

 

მთავარი გამოგონება – iPhone-ის შექმნა

2007 წელს, სტივ ჯობსმა წარადგინა iPhone – სმარტფონი, რომელიც კომპიუტერს, ტელეფონსა და მუსიკის ფლეიერს აერთიანებდა.

iPhone-ის იდეა იყო ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც „ჯიბეში ჩაეტეოდა“ და ერთდროულად ყველა ფუნქციას ასრულებდა. ეს ინოვაცია რევოლუციური აღმოჩნდა.

 

გამოწვევები და მიღწევები

სტივ ჯობსი ყოველთვის თვლიდა, რომ ინოვაცია სირთულეებთან იყო დაკავშირებული. 1985 წელს იგი საკუთარი კომპანიიდან გაათავისუფლეს, თუმცა ის არ დანებებულა. 1996 წელს იგი Apple-ში დაბრუნდა და ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით Apple-მა შექმნა პროდუქტები, რომლებიც დღესაც მთელ მსოფლიოში წარმატებით იყიდება: iPod, MacBook, iPad.

 

სიცოცლის ბოლო წლები

2004 წელს სტივ ჯობსს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სამიდან ექვს თემდე სიცოცხლის ვადა მისცეს. მიუხედავად ოპერაციისა და მკურნალობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდებოდა. ჯობსი ღიად არ საუბრობდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა მისი წონის დაკარგვა და ფიზიკური სისუსტე საზოგადოებისთვის შესამჩნევი იყო. შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში მან შეშლოApple მსოფლიოს პირველ ტექნოლოგიურ კომპანიად ექცია. სამწუხაროდ, სტივ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.

 

სტივ ჯობსის ინოვაციებმა ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებას ახალი მიმართულება მისცა. მისი მიდგომა მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნისადმი გახდა ახალი სტანდარტი.მისი ცხოვრება და კარიერა შთაგონების წყაროა. მან მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა შეძლო სამყარო შეეცვალა და უამრავ ადამიანს გაუადვილა ცხოვრება.

გამოყენებული წყარო:

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ