როგორ დავიცვათ კანი ცივ სეზონში

0
40
#image_title

ავტორი: ანა გენებაშვილი

ზამთარი კანისთვის რთული დროა. დაბალმა ტემპერატურა, ქარმა და ტენიანობის ნაკლებობაშეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე, ამიტომ, ამდროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცესკანის მოვლას, რათა მისი ჯანმრთელობა და სილამაზე შენარჩუნდეს.დღეს უკვე არა მარტო ქალები,არამედ მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კანის მოვლას. გავრცელებული ფაქტია, რომ ზამთარში კანი უფრო მეტად შრება და სჭირდება შესაბამისი პროდუქტები და რუტინა. და მაინც, რა ტიპის რუტინა გვჭირდება ამისთვის?

ზამთარში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ როგორ დამატენიანებელ კრემს იყენებ, ამ დროს რეკომენდირებულია უფრო ინტენსიური დამატენიანებელი, რომელიც სწრაფად არ აშრობს კანს და დიდი ხნის განმავლობაში არბილებს და ატენიანებს სახეს. სიცივეში სახის კანი შეიძლება აიქერცლოს, რაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა, ასეთ კანზე მაკიაჟიც ცუდად გამოიყურება და ამიტომ უმჯობესია კარგი ხარისხის კრემი გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ტუჩსაც ასეთი მიდგომა სჭირდება. ამასთან, დამატენიანებლის შემცველობაში სასარგებლოა ჰიალურონის მჟავა, პანტენოლი, გლიცერინი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მზე იშვიათი შეიძლება იყოს, მაინ მსიზგან დამცავი აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, მზის სხივები სახის კანზე ნაოჭების გამრავლებას უწყობს ხელს და მალე აბერებს სახის კანს, ამიტომ საუკეთესო საშუალებაა მაღალ პროცენტიანი მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

ზამთრის ცივ დღეებში კარგი იქნება თუ სკრაბებსაც დავიხმართ სახეზე, რომ ზედმეტი ჭუჭყი და არასასურველი ნაწილაკები სახეზე აღარ იყოს. რეკომენდირებულულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში კანის მოვლას თანახლდეს საკმარისი ჰიდრატაცია და სწორი კვება, რაცდაეხმარება კანს, რომ გაუძლოს ცივი სეზონისგამოწვევებს.

წყარო: https://www.bepanthen.ge/o-kozhe/suhaja-kozha/uhod-za-kozhey-zimoy/

#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ