რას ფიქრობენ სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტზე? – გამოკითხვა

0
55
#image_title

ავტორი: ნათია შამუგია

“ეს წელი გადამწყვეტი იქნება ხელოვნური ინტელექტისთვის. 2025 წელს ველოდები, რომ Meta AI იქნება წამყვანი ასისტენტი, რომელიც მოემსახურება 1 მილიარდზე მეტ ადამიანს’’ ამ სიტყვებით Facebook-ის დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ AI ტექნოლოგიები უფრო სწრაფად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში. თუმცა, რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები ახალგაზრდებზე? გთავაზობთ სტუდენტების მოსაზრებებს:

ლიზი წურწუმია, 19 წლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი: ,, მე არასდროს გამომიყენებია. ჩემს ყოველდღიურობაში მის საჭიროებას ვერ ვხედავ და სანდო ინფორმაციის წყაროდაც არ მიმაჩნია. თან გამიგია, რომ მისი სერვერის მიერ გამოყოფილი  სიმხურვალის გადასაფარდ ტონობით დასალევ წყალს იყენებენ ამიტომ გარემოს დიდად არ წყალობს AI-ს არსებობა.’’

,, მე სულ ვიყენებ, გუგლის მაგივრობას ChatGPT მიწევს. რამე თუ მაინტერესებს უკვე chat-ს ვეკითხები,- ამბობს ანა ჭეჟია, 19 წლის არქიტექტურის სტუდენტი.

ელა ჯომიდავა, 20 წლის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს AI უფრო ნეიტრალურად მიაჩნია: ,, მე იშვიათად ვიყენებ ChatGPT-ს, რაღაცებს ვამოწმებ, მაგრამ ზოგჯერ ცდება, ამიტომ არ ვარ ბოლომდე დამოკიდებული.’’

ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდები ხელოვნურ ინტელექტს (AI) განსხვავებული შეხედულებებითა და დამოკიდებულებებით აფასებენ. მათი აზრები ცხადყოფს, რომ AI არ არის უნივერსალურად მიღებული ინსტრუმენტი და დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ღირებულებებზე. 2025 წელი მართლაც შეიძლება იყოს გადამწყვეტი, როგორც ცუკერბერგი პროგნოზირებს, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროგრესი ბალანსირებული და გონივრული იყოს.

#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ