მენტალური ჯანმრთელობის გარანტია

0
48
#image_title

ავტორი: ანა გენებაშვილი

მენტალური ჯანმრთელობა ადამიანთა კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რომელიც განსაზღვრავს მათ სოციალურ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. დღევანდელ სამყაროში, სადაც სტრესი, შფოთვა დადეპრესია ხშირი შემთხვევაა, მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანიუნდა იყოს. საბედნიეროდ, უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთერთი საუკეთესო გზაა.

კვებას ამ სიტუაციაში უდიდესი ყურადღება ექცევა, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესროლს ასრულებს ჩვენი ტვინის საკვებინივთიერებები. სწორი დიეტა მდიდარი უნდა იყოსვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით დააუცილებელი ცხიმებით, რაც ხელს უწყობს ტვინისმუშაობას და მას სტრესის წინააღმდეგ უფრომდგრადს ხდის. რამდენიმე პროდუქტი შეგვიძლია გამოვყოთ, რომლებიც ნამდვილად გვეხმარება ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, მეხსიერების გაძლიერებაში და სტრესის შემცირებაში. მაგალითად: თევსი (კვებავს ტვინს), თხილეული (ნუში, კაკალი, თხილი), ბოსტნეული და ხილი (გაჯერებულია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით), ბოსტნეულის ზეთები, ჩაი, რძის პროდუქტები და ა.შ.

ამასთანავე, ძილის რეჟიმიც ყურადღების მიქცევას საჭიროებს, რადგან ის ასრულებს მთავარ როლს ტვინისა და ენერგიის აღდგენის პროცესში. სრულფასოვანი ძილი ხელს უწყობს მეხსიერებისგაუმჯობესებას, ემოციური სტაბილურობისშენარჩუნებას და სტრესის დაძლევას. როცა გვაკლიაძილი, ტვინი ვერ ახერხებს სათანადოდ ვერ ამუშავებს და „ფილტრავს“ ინფორმაცია, რაცმეხსიერების პრობლემებს, კონცენტრაციისნაკლებობას და აშკარა ემოციურ და ფსიქოლოგიურაშლილობებს იწვევს.

ფიზიკური აქტივობა ის ეფექტური საშუალებაა, რომელიც არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასაცავარჯიშებს. რეგულარული ვარჯიში ტვინის ტონუსსაუმჯობესებს, ხელს უწყობს ნეიროგენეზის პროცესსდა, რაც ყველაზე მთავარია, ავითარებს ფსიქიკურმდგომარეობას. როდესაც ვვარჯიშობთ, ჩვენიორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს დადოპამინს, რომლებიც ასრულებენსიხარულისჰორმონებისროლს. ეს ჰორმონები გვიბიძგებენპოზიტიურ ემოციებისკენ და შესაბამისად, სტრესისმცირება. ასევე, ფიზიკური აქტივობის დროს შფოთვისა და დეპრესის სიმპტომებიც ქრება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგულარული ფიზიკურიაქტივობა აუმჯობესებს ჩვენს კოგნიტურ ფუნქციებს, როგორიცაა მეხსიერება, კონცენტრაცია დაგადაწყვეტილების მიღების უნარი. ვარჯიშის დროს, რაღაც კონკრეტულზე ვკონცენტრირდებით და ჩვენი პრობლემები დიდად აღარ გვახსოვს, სწორედ ამით ვასვენებთ ტვინსა და გულს ნერვიულობისგან.

სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა განაპირობებეჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და უზრუნველყოფენსტრესისა და შფოთვის მართვის საშუალებას. ამ ორიძირითადი ელემენტის კომბინაცია არ მხოლოდგვეხმარება ფორმაში ყოფნაში, არამედ ჩვენიგონების გამართული ფუნქციონირებისთვისაუცილებელია. ამიტომ, როდესაცჯანმრთელობისთვის ვგეგმავთ გეგმებს, უნდაგავითვალისწინოთ არა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური, არამედ მენტალური მხარე. ამასთან, როდესაც ჩვენიფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა კარგმდგომარეობაშია, ცხოვრება უკეთესი დაჰარმონიული ხდება.

გამოყენებული წყაროები:

https://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=2232

https://mibody.ge/janmrteloba/jansagi-cxovrebis-wesi/

https://biomedica.ge/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A5

#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ