ავტორი: ანა გენებაშვილი
- თაფლის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები: თაფლი შეიცავს ფენოლურ კომპლექსებს, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მუშაობასა და ეფექტურად ეხმარება სხეულს შიდა ინფექციებთან ბრძოლაში.
- ანტიოქსიდანტური მოქმედება: თაფლში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, რომლებიც არღვევს ქსოვილებს და იწვევს დაავადებებს, მაგალითად როგორიცაა კიბო.
- განსაკუთრებული მიკროელემენტები და ვიტამინები: თაფლი შეიცავს მრავალ მიკროელემენტს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ვიტამინები (A, B, C), რომლებიც ორგანიზმის ცოცხალ პროცესებს ეხმარება. ესე იგი ხელს უწყობს ორგანიძმის სწორად ფუნქციონირებას.
- მაღალი ენერგიის წყარო: თაფლი ბუნებრივი შაქრისგან შედგება, რაც სასარგებლო ენერგიას გვაძლევს და ხშირად იყენებენ სპორტსმენები.
- კანის მოვლა: თაფლის გამოყენება კანისთვისაც საკმაოდ სასარგებლოა, რადგან მისი ანტიბაქტერიული თვისებები ეხმარება აკნეს და სხვა კანის პრობლემების მკურნალობაში. მისი დამატება სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტებში ხელს უწყობს კანის დატენიანებას.
- გაციების და ხველის საწინააღმდეგო: თაფლი პოპულარული არის სამკურნალოდ გრიპისა და ხველის დროს, რადგან ის ამშვიდებს ყელს და ხელს უწყობს ხველის შემცირებას.
- ძილის გაუმჯობესება: თაფლი შეიცავს მცირე რაოდენობით ტრიაპტოფანს, რაც ხელს უწყობს სიმშვიდის შექმნას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
თაფლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი და ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. გასათვალისწინებელია, რომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია ზომიერად, რადგან მისმა მაღალმა შაქრის შემცველობამ შეიძლება კალორიების ზრდა გამოიწვიოს.
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/23966-taplis-5-sargebeli-janmrtelobistvis.html