ცესკოს თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს საარჩევნო სიახლეები გააცნო.
📎ეთნიკური უმცირესობები საარჩევნო სიახლეებს გაეცნენ. სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” ორგანიზებითა და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES Georgia) მხარდაჭერით, მარნეულში გაიმართა და გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პირადად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციასა და მის უპირატესობებზე.
📎 შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები და მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი გადაეცათ, რომელიც #სომხურ და #აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი.