როგორია ახალგაზრდული ცხოვრება თბილისში დღეს – რას ფიქრობენ სტუდენტები?

0
40
ახალგაზრდული
#image_title

 თბილისი მუდამ ახალგაზრდული ენერგიითაა სავსე. აქ ახალი შესაძლებლობების ძიებაში მყოფ ახალგაზრდებს უამრავი საინტერესო ადგილი და თავგადასავალი ელოდებათ. თუმცა, ამავე დროს, ქალაქი სირთულეებითაც გამორჩეულია—დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მარტივი არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად ტოვებს მშობლიურ სახლს.

დღეს ვესაუბრე მარიამს, 20 წლის ახალგაზრდას ზუგდიდან, რომელიც უკვე ორი წელია, თბილისში ცხოვრობს. მასთან ერთად ვიმსჯელე, თუ რა გამოწვევებს აწყდებიან ახალგაზრდები ამ ქალაქში, რა მოტივაცია ამოძრავებთ და როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს…

მარიამ, როგორია ახალგაზრდული ცხოვრება თბილისში დღეს?

_  ნორმალური პირობებია იმისთვის, რომ ახალგაზრდული ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, ესტუმრონ მრავალ საინტერესო ადგილს, ერთად ნაყოფიერად გაატარონ დრო, შეიკრიბონ პოპულარულ კაფე-ბარებში და უბრალოდ, ქალაქით დატკბნენ…

რამდენად რთულია დამოუკიდებლად ცხოვრება თბილისში, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტდენტი ხარ?
_ საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. ამის დასტურია ბინის ქირის მაღალი ფასები და საარსებო პირობების შექმნის სირთულე. თუ ოჯახი გვერდით არ გიდგას, მარტო ყველაფრის მოგვარება მარტივი არ არის. ასევე, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია სწავლისა და სამუშაოს შეთავსება, რაც ბევრისთვის სერიოზული გამოწვევაა.

რა გაძლევს მოტივაციას?

_ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნა და კარიერული წარმატების მიღწევა. ეს არის ის, რაც ყოველდღე წინსვლის სურვილს მმატებს.

რას ფიქრობ – დარჩენას თუ წასვლას ქვეყნიდან?

_ იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვფიქრობ, ეფექტური იქნება კარიერის საზღვარგარეთ აწყობა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მომავალზეა დამოკიდებული.

რას ეტყოდი იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა უნდა დაიწყოს სტუდენტური ცხოვრება თბილისში?

_ თავიდან ყველასთვის რთულია ახალ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ ამ სირთულეებთან ერთად მოდის დაუვიწყარი მომენტებიც, რაც მათ დაბრკოლებების დაძლევაში დაეხმარება. ასე რომ, არ უნდა შეგეშინდეთ ცვლილებების!

ამ ინტერვიუდან ჩანს, რომ ახალგაზრდებისთვის თბილისი ერთდროულად საინტერესოცაა და ამავე დროს რთულიც – ფინანსური გამოწვევები, დამოუკიდებელი ცხოვრების სირთულეები და კარიერული გადაწყვეტილებები ამ ქალაქში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, სტუდენტობა არის ეტაპი, რომელიც ზრდის, აძლიერებს და გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს.

ავტორი: თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ნათია შამუგია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ